სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის  იზოლაციის წესი იცვლება 

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან, საკარანტინო წესები იცვლება. ახალი რეგულაციების თანახმად, უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში აღარ მოხვდებიან, თუმცა მათ თვითიზოლაციაში ყოფნა მაინც მოუწევთ.

“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას. თუ პირი ტესტის პასუხს არ წარმოადგენს, კარანტინის ნაცვლად, 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავა. ვისაც თვითიზოლაციაში გადასვლის საშუალება არ ექნება, სახელმწიფო მას კოვიდ–სასტუმროშიგანათავსებს”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოში დაბრუნებულ თანამოქალაქეებს 8–დღიანი სავალდებულო კარანტინი საკარანტინო სივრცეში უნდა გაევლოთ.

წყარო: აქცენტნიუსი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.