დავით გიორგაძე ბრიტანეთის მოდის საბჭოს სიაში მეორედ მოხვდა

ქართველი ფოტოგრაფი, დავით გიორგაძე ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 50 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში უკვე მეორედ მოხვდა.

ფოტოგრაფების გარდა, სიაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოხვდნენ: არტისტები, აქტივისტები, კომენტატორები, მაკიაჟისა და თმის სტილისტები, ფლორისტები, იმიჯ-მეიქერები, სეტის დიზაინერები, სტილისტები და მწერლები.

დავით გიორგაძე ბერლინში ცხოვრობს, თუმცა ქართულ ბრენდებთანაც ხშირად თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები