ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის დღეს, 1 დეკემბერს, 21:00 საათიდან!

ამასთან, ახალი რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად უნდა წარადგინოთ ე.წ. “HES” კოდი.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება!

ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ  საელჩოს გვერდიდან.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.