საქართველო „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება
საქართველო ევროპულ ფესტივალს „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება.
ფესტივალში მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020 ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. მასში ასევე ჩართულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
პროექტი იმართება მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ევროკავშირის პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკაია – კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.
„ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.