„ისწავლეთ იტალიაში“ –  იტალიაში განათლების მიღების შესაძლებლობების თაობაზე ვებინარი გაიმართა 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით, გაიმართა ვებინარი სტუდენტებისთვის „ისწავლეთ იტალიაში!“, იტალიაში განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ვებინარში მონაწილეობა მიიღეს იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელმა, ქეთევან გორგოშიძემ. ვებინარს უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტ “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, მარიამ ბოჭორიშვილი.

ვებინარის მსვლელობისას ქართველ სტუდენტებს (და პოტენციურ სტუდენტებს) საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ისეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, როგორიც არის იტალიაში სწავლის შესაძლებლობები, წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები და დასაქმების შესაძლებლობები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.