„სამეგრელო DMO” სამეგრელოს ტურისტული ლოგოს შექმნაზე ღია კონკურსს აცხადებს

„სამეგრელო DMO” სამეგრელოს ტურისტული ლოგოს შექმნაზე ღია კონკურსს აცხადებს.

ლოგოს ესკიზის პროექტი შესრულებული უნდა იყოს კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით;

ლოგოში შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც სიტყვა „სამეგრელო“ მთავარ გრაფიკულ ელემენტად, ასევე, სამეგრელოს მთავარი სახასიათო ელემენტები (ბუნება, ისტორია, ეთნო-ტრადიციები და გასტრონომიული კულტურა).

„სამეგრელო DMO”- ს მოთხოვნაა, რომ ლოგო იყოს მარტივად აღქმადი და პოზიტიური შინაარსის. შესაძლებელია სამეგრელოსთან ასოცირებული ,,თბილი ფერების“ გამოყენება: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი გარდამავალ ტონალობაში. ლოგო ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი , უნიკალური უნდა იყოს და თან ლოგოს კონცეფციის მოკლე განმარტება უნდა ახლდეს.

„ლოგოს მარტივად უნდა თავსდებოდეს დაწესებულების ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე (სავიზიტო ბარათზე, კალამზე, ვებ-გვერდზე და ა.შ.);

ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს JPEG და PNG ფაილის სახით (გამარჯვებული კონკურსანტის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას ვექტორულ გრაფიკულ (EPS) და PSD ფორმატში)

ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი და დასამუშავებელი; მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით.

გამარჯვებულ ლოგოზე სამეგრელო DMO-ს უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება“, – ნათქვამია „სამეგრელო DMO”- ს განცხადებაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს და იურიდიულ პირს.

გამარჯვებულ ლოგოს სპეციალური საკონკურსო კომისია გამოავლენს. თუმცა, თუ ჟიურის წევრები შესული ნამუშევრებიდან ლოგოს ვერ შეარჩევენ, მაშინ გამარჯვებული არ გამოვლინდება.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა – 5დეკემბერი. 2020 წ

კონკურსის შედეგები გამოცხადდება ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე samegrelodmo@gmail.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები