“ხედავთ რა ატრიალებს დედამიწას? ჰოდა აღარ გავიგონო ვაიმე რა გვეშველება და უიმე რა გვეშველება!”

„ეს დღეებია რამდენიმე გულისამაჩუყებელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ერთმა გოგომ პოლონეთიდან მომწერა. ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედამ, გაჭირვებამ რომ აჰყარა მთელი ოჯახი და ამ სიშორე გზას დააყენა. მინდა სიკეთის გაკეთებაო და მთელი დღის პურს დავაფინანსებო. მეორე დღეს იმ უბანში 420 პური დარიგდა უფასოდ… ხედავთ, რა ატრიალებს დედამიწას? ჰოდა აღარ გავიგონო, ვაიმე რა გვეშველება და უიმე რა გვეშველება!“- წერს სოციალურ ქსელში თბილისის მაცხოვრებელი ზურაბ ვანეცკი და სოციალურ ქსელში იმ ფაქტებს გვიზიარებს, რაც ამ დღეებში დიდი დიღომში ხდებოდა.

„ეს დღეებია რამდენიმე გულისამაჩუყებელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ცოტა ხნის წინ ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდა ერთ საცხობში, მეპატრონე ნახა, მისცა 200 ლარი და სთხოვა,200 პური უფასოდ დაარიგეო. არც სახელი, არც გვარი. აი ეგრე, მივიდა და დატოვა! ამას რომ ვწერდი, ერთმა გოგომ პოლონეთიდან მომწერა. ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედამ, გაჭირვებამ რომ აჰყარა მთელი ოჯახი და ამ სიშორე გზას დააყენა. ჰოდა მეც მინდა ასეთივე სიკეთის გაკეთებაო და მთელი დღის პურს დავაფინანსებო. მეორე დღეს იმ უბანში 420 პური დარიგდა უფასოდ. მერე ერთი გოგოს წერილს წავაწყდი, მთელი დღე უფასოდ შევჭრი ბავშვებსო. იმათ, ვისაც გადახდა არ შეუძლიაო. ჰოდა ერთი დღე რომ არ ეყო მაგ საქმეს, მეორე დღეც მიაყოლა და ცოტა ხანში კიდევ გავიმეორებო. ორი – სამი დღის უკან ერთი გოგო წერდა, კოვიდი ახალი გადატანილი მაქვს, ექთანი ვარ და სახლში მყოფ კოვიდიან პაციენტებს გადასხმებს გავუკეთებო, რა თქმა უნდა უფასოდ. ერთს წაუყვანია ეს გოგო მოხუცთა თავშესაფარში სისტემების დასაყენებლად და იქაც, გზაშიც და მერეც, ვინც დაურეკა, ყველას გულდასმით იწერდა და მისვლას შეჰპირდაო. არადა თვითონ ამ გოგოს რვა! შვილი ჰყოლია. აგერ დღეს კიდევ ბიჭი წერს, ვინც სამსახურებში ვეღარ მიდიხართ და სხვა პრობლემებიც გაქვთ უტრანსპორტობის გამო, ჩემი მანქანით და ბენზინით მოგემსახურებით და ცოტა ფულის მოცემაც შემიძლიაო. იქეთ მოგცემთო, იქეთო. არ მოგერიდოთ, დამირეკეთო და თან ტელეფონს დებს. ხედავთ, რა ატრიალებს დედამიწას? ჰოდა აღარ გავიგონო, ვაიმე რა გვეშველება და უიმე რა გვეშველება!

P.S. იმ ბიჭის გვერდზე შევედი. ხუთი შვილი ჰყავს!

P.S.P.S. ბევრმა იკითხა, გვარ-სახელებიც დაგეწერაო. ეს ყველაფერი დიდ დიღომში ხდება – ჩემს საყვარელ და საამაყო უბანში! პირველი ბიჭის გვარ-სახელი ნამდვილად არავინ ვიცით. მეორე გოგოს ლელა ჰქვია. გვარზე თვითონ მთხოვა, არ დამეწერა. სტილისტის პოსტს ვეღარ მივაგენი. ისე პეტრიწზეა ეგ სალონი, ლიბერთისთან. ექთანს, რვა შვილის დედას, ნათია ჰქვია. მანქანიან ბიჭს, ხუთი შვილის მამას – გიორგი ხვედელიძე.““ – წერს ზურაბ ვანეცკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.