საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი მოიგო

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად, ქალაქ ესპოოში, ფინეთის ნაკრები 91:85 დაამარცხა და  ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინმა 27, თორნიკე შენგელიამ 19, ხოლო თად მაკფადენმა 14 ქულა მოუტანა. ნაკრების დებიუტანტებმა, ალექსანდრე ფევაძემ და გივი ბაქრაძემ კი გუნდს 11 და 10 ქულა შესძინა.

30 ნოემბერს, ილიას ზუროსის გუნდი შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.