“ევროვიზია 2020”-ზე ფავორიტი შემსრულებლისთვის ხმის მიცემის პროცესი გრძელდება 

2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც  სიმღერას – You Are Not Alone შეასრულებს.

 „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის პროცესი 27 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის 20:00 საათამდე გაგრძელდება.  ხმის მიცემა შესაძლებელია  ევროვიზიის კონკურსის ვებ-გვერდზე. ნებადართულია 3 ფავორიტი შემსრულებლისათვის, მათ შორის, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლისათვის ხმის მიცემაც.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები