„ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“- როგორ სწავლობენ უფასოდ ქართველი ემიგრანტები აშშ-სა და ევროპაში ინგლისურ ენას

ნათია აგლაძე პროფესიით სახელმწიფო მოხელეა. წლების მანძილზე საერთაშორისო პროექტებში იყო ჩართული და თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წარმატებულმა სამუშაო გამოცდილებამ პროექტების მართვის კუთხით, უბიძგა ახალი ინიციატივის განხორციელებისკენ, ამჟამად უკვე ემიგრანტის რანგში. ის ვაშინგტონში ცხოვრობს და პროექტს – „ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“ უწევს კოორდინაციას.

პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში ხორციელდება. ინგლისური ენის შემსწავლელ დისტანციურ პროგრამას 50-მდე სხვადასხვა ასაკის ქართველი მსმენელი ჰყავს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპის ქვეყნებიდან. უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისათვის შექმნილი სასწავლო კურსი 3 თვე – მიმდინარე წლის ბოლომდე გრძელდება. პროექტი „ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“ ერთ-ერთია იმ 45 დიასპორულ პროექტიდან, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დააფინანსა.

ნათია აგლაძე ემიგრანტებისთვის პროექტების შექმნას მომავალშიც გეგმავს. უფრო დაწვრილებით ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკიდან ,,ემიგრანტული ამბები“ შეიტყობთ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები