ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა

ქართული ტექნოლოგიით,-“დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო”.

ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის დამატებით, სია 8- მდე გაიზარდა.

„აღნიშნული სიახლის შესახებ შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ ღვინის შესაბამისად შეფასება შეძლონ.

OIV-ის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც მეღვინეობასთან 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია და ტრადიციები აკავშირებს, ღვინის დაყენების ეს მეთოდი კი, სწორედ ჩვენს ქვეყანას უკავშირდება,“- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.