დიასპორაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის  პანელური დისკუსია – ვახუშტი ბაგრატიონის „მსოფლიოს გეოგრაფია“  გაიმართება 

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი  2020-ის ფარგლებში , 27 ნოემბერს, 17:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება პანელური დისკუსია – ვახუშტი ბაგრატიონის „მსოფლიოს გეოგრაფია“.

დისკუსიაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებსაც. ღონისძიების პარტნიორია დიასპორული ორგანიზაცია “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის”.

შეხვედრაზე მოწვეული ლექტორები იქნებიან: ლაშა ბაქრაძე – ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. გიორგი დვალაშვილი – გეოგრაფი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. მანანა ქურთუბაძე – კარტოგრაფი (ბრიუსელი, ბელგია). ნესტან ბაგაური – ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი.

ლექციაზე დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge  27 ნოემბრის 15:00 საათის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.