ახალი ამბები სლაიდერი

FIBA-ს განახლებულ რეიტინგში საქართველოს კალათბურთის ნაკრები დაწინაურდა

ევრობასკეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის FIBA-ს განახლებულ რეიტინგში, შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებამდე, საქართველოს კალათბურთის ნაკრები დაწინაურდა და ახლა ევროპაში მე-12 ადგილზეა.

საქართველოს ნაკრებმა უკან ჩამოიტოვა ევროპის ჩემპიონი სლოვენია და რუსეთის ნაკრები, რომელიც მე-13 ადგილზეა.

„კალათბურთი საქართველოში ძალიან უყვართ და ალბათ უფრო პოპულარული გახდება, თუ მომდევნო ორ შეხვედრას მოიგებენ,“ – აღნიშნულია FIBA-ს განცხადებაში.

საქართველოს ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს, ხოლო 30 ნოემბერს კი შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენმა გუნდმა უკვე დაამარცხა შვეიცარია ანგარიშით 96:88 და სერბეთი 94:90 და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.

სხვა სიახლეები

„თამადა მანჰეტენზე“ – მოძრაობის თეატრი ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება

Editor

პარა წოლჭიმის ნაკრების გამარჯვება აბუჯაში გამართულ მსოფლიო თასზე

Editor

გაიცანით, საქართველოში წარმოებული 26 დასახელების საუკეთესო ღვინო

Editor

მაინის ფრანკფურტში გენერალური კონსული დიუსელდორფის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

Editor

ნიდერლანდებში ქართული საახალწლო კონცერტები გაიმართება 

Editor

აშშ-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა 

Editor