საქართველოდან ნიდერლანდებში 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში გაიგზავნა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, COVID 19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება, მათ მიერ მოძიებულ პოტენციურ იმპორტიორებთან და საქართველოდან ნიდერლანდებში 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში გაიგზავნა.

 „აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ჰოლანდიაში გაიგზავნა 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში, რომელთა პრეზენტაციაც მოხდა ქართული ღვინის იმპორტიორის, ქალბატონ მანა ოტმერის ორგანიზებით ჩატარებულ დეგუსტაციებზე ნოემბრის თვეში“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე.

ნიდერლანდებში ჯამში სამი პრეზენტაცია – დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ევროპის ღვინის სექტორიდან 30-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები