ახალი ამბები სლაიდერი

„ფახთაქორმა“ შოთა არველაძეს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

გამოცემა zamin.uz – ის ინფორმაციით., ტაშკენტის „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელთან შოთა არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება სურს.

ხელშეკრულება ქართველ მწვრთნელსა და დედაქალაქის კლუბს შორის 2020 წლის ბოლოს მთავრდება, თუმცა „ფახთაქორს“ არველაძესთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს და მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების გაგრძელების თაობაზე.

ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“  შოთა არველაძის თაოსნობით ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. გასულ სეზონში კი „ფახთაქორმა“ ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.

„ზედიზედ მეორედ – ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია! ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ“, დაწერა არველაძემ თავის Facebook–გვერდზე.

სხვა სიახლეები

საქართველო სამხრეთ კორეაში საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობდა

Editor

„ექიმობა ყველაზე ჰუმანური პროფესიაა“ – ახალგაზრდა ქართველი ონკოლოგი, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს რუსეთში

Editor

“დიდხანს დავცქეროდი წიგნის პირველ გვერდზე ვაჟას სურათს – ნეტავი, ეს კაცი სადმე მანახა-მეთქი” – ვაჟა-ფშაველასა და თამარ დიდებაშვილის ამბავი 

Editor

იაპონიაში ქართულ მოტივებზე შექმნილი კიმონო გამოიფინა 

Editor

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების აღრიცხვა დაიწყეს

Editor

“თვალცრემლიანი ექიმები ტელევიზიით ეხვეწებიან მოსახლეობას დარჩით სახლშიო…”

Editor