ახალი ამბები დიასპორები

დამეგობრებული სკოლების ერთობლივი პროექტი ,,იაკობის კვალდაკვალ’’

22 ნოემბერს, დუბლინის საგანმანათლებლო ცენტრ ,,ლამპარის’’ და გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,, იაკობის კვალდაკვალ’’.

ეს პროექტი მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს’’ მიერ განხორციელდა და  ი. გოგებაშვილის 180 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. პროექტში, ასევე,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საკვირაო სკოლები მონაწილეობდნენ.

„დამეგობრებულმა სკოლებმა ერთობლივი პრეზენტაციები წარმოადგინეს. განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო ვირტუალური მოგზაურობა ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ქ. ქუთაისის მე-17 სკოლის მოსწავლეებთან ერთად.

უდიდესი მადლობა ამ საოცარი პროექტის ავტორებს და სულისჩამდგმელებს, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს’’ არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილს, ქალბატონ ირინე ჯგერენაიას, რუსუდან გალდავა – ღავთაძეს. გისურვებთ სხვა საინტერესო პროექტების განხორციელებას. ასევე დიდი მადლობა პროექტის თითოეულ მონაწილეს.

და ბოლოს უდიდესი მადლობა ლონდონისა და დუბლინის საკვირაო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს. მადლობა საოცარ ქალბატონს ლიანა ჯიქია – გოგრიჭიანს, ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს ეკა ფეიქრიშვილს, თეა ლიპარტელიანს, ქეთი ჯიღაურს. მართლაც რომ საოცარი და საამაყო გუნდი ხართ,“ – ნათქვამია დუბლინის ქართული საკვირაო სკოლა “ლამპარის” განცხადებაში.

სხვა სიახლეები

ბაქოში აფხაზეთის კაპელის სოლო-კონცერტი გაიმართა 

Editor

გზავნილი ტურისტებს – საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ქართული ღვინო დაურიგდათ

Editor

ნათია თოდუას კონცერტი ბერლინში, გემზე გაიმართა 

Editor

როგორ გავხდეთ მსოფლიო მოგზაური

Editor

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ერთ-ერთ მოედანს ქართველი ოფიცრების სახელი ეწოდა

Editor

McMafia  მერაბ ნინიძის მონაწილეობით საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა

Editor