ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის 16 წლის მოთამაშე “გურული დღიურების” სტიპენდიანტი იქნება 

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროსი წევრი , 16 წლის ანა გობრონიძე გურული დღიურების სტიპენდიას მიიღებს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს. 

“ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროს წევრს, 16 წლის ანა გობრონიძეს, დღეიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. ანა უნიჭიერესი სპორტსმენია, ამასწინ ეროვნულ ლიგაში გოლიც კი გაიტანა. დედამისი, ისევე როგორც უამრავი სხვა მშობელი, იტალიიდან ადევნებს თვალს შვილის წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ძალიან, ძალიან დიდი იქნება” – წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, „ლანჩხუთი“ პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები