“შემომეჭამა” – ბიბისიმ ცნობილი ქართული სიტყვის განმარტვა სცადა 

ქართული კულინარია, ღვინო და სუფრა ბევრჯერ გამხდარა უცხოური მედიის ყურადღების საგანი. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ კი ამჯერად სცადა მკითხველისთვის აეხსნა, რას ნიშნავს სიტყვა შემომეჭამა და როდის და რატომ იყენებენ მას ქართველები.

ბიბისი ქართველ მზარეულებზე დაყრდნობით, სიტყვის განმარტების რამდენიმე ვერსიას გვთავაზობს, რომლებიც მხოლოდ ნიუანსობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. საბოლოოდ კი ავტორი ასკვნის, რომ  ქართველები ყველაზე ხშირად “შემომეჭამას” ვამბობთ მაშინ, როცა უკვე დანაყრებულები კვლავ ვაგრძელებთ მირთმევას.

რასაკვირველია, გამოცემამ ვერც ქართული სუფრის ტრადიციებზე საუბარს აარიდა თავი. “აქ ჩვეულებრივი სადილიც კი ისეთია, თითქოს შეკრებილები რაიმე განსაკუთრებულს აღნიშნავენ” – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.