საქართველოსა და ესტონეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს ტალინში ბიზნესსემინარი მიეძღვნა 

ტალინში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა ბიზნესსემინარითემაზე „საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა: საინვესტიციო და ვაჭრობის შესაძლებლობები“.

სემინარის ძირითადი მიზანი იყო ესტონური კომპანიების ინფორმირება საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე, მათ შორის, ახლად დამტკიცებულ პროგრამაზე „FDI გრანტი“, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

ბიზნესსემინარზე, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მოხსენებით წარდგნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროფილის ესტონური კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების 20-მდე წარმომადგენელმა. ბიზნეს-სემინარი ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.