იტალიაში სწავლის მსურველებისათვის ხვალ საინფორმაციო ვებინარი ჩატარდება 

2020 წლის 26 ნოემბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქგვერდზე, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, გაიმართება ვებინარი სტუდენტებისთვის „ისწავლეთ იტალიაში!“, იტალიაში განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ იტალიაში საქართველოს საგანგებო და სულუფლებიანიელჩი, კონსტანტინე სურგულაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი. ვებინარს გაუძღვება საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, მარიამ ბოჭორიშვილი.

ვებინარის მსვლელობისას ქართველ სტუდენტებს (და პოტენციურ სტუდენტებს) ექნებათ საშუალება, გაეცნონ ისეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, როგორიც არის იტალიაში სწავლის შესაძლებლობები, წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები და დასაქმების შესაძლებლობები. ვებინარი ჩატარდება ქართულ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.