“გასინჯეთ წითელი ღვინო საქართველოდან” – New York Times ქართული ღვინის შესახებ წერს 

“გასინჯეთ წითელი ღვინო საქართველოდან”  – ასე მოუწოდებს ღვინის მოყვარულებს ცნობილი ამერიკული გამოცემა, New York Times და  ქართული ღვინის კომპანია Lost Eden-ის პროდუქციას აცნობს. 

“8,000-წლიანი ღვინის ტრადიციის მქონე საქართველო თავის თავს ღვინის სამშობლოდ მიიჩნევს. ღვინის მოყვარულები მისი აღმოჩენით დღემდე არიან დაკავებულნი, ვინაიდან საქართველოს მსოფლიო ღვინის ასპარეზზე გამოჩენა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწყო. დღეს ქართული წითელი ბლენდი სახელწოდებით Lost Eden – შექმნილი გუნდის მიერ, რომელიც მოიცავს მეთერთმეტე თაობის მეღვინეს და კორნელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს – ხელმისაწვდომი გახდა აშშ-ში. ბლენდში დომინირებს საფერავი, ქართული წითელი tenturier კატეგორიის ყურძენი, რომლის შიგთავსიც კანივით წითელია (უმეტესობა წითელი ყურძნის შიგთავსი ღია ფერისაა). ღვინო მუქი და მიწის ტონების შემცველია, გარეული კენკრის გემოთი. ბლენდის გარკვეული ნაწილი დავარგებულია ქვევრში, თიხის ამფორაშირომელიც UNESCO-ს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული. ღვინო იყიდება უცნაურ, ვაზით დატვირთულ ბოთლში”- წერს New York Times

ბრენდი „Lost Eden” შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით და მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის. პროექტის მიზანია, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა ქართული ღვინის ექსპორტი არ იყოს დამოკიდებული ერთ, რომელიმე ბაზარზე, რაც დარგის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული ბრენდისთვის მსოფლიოს უმსხვილეს, ონლაინ ღვინით ვაჭრობის პლატფორმაზე wine.com-ზე შეიქმნა კატეგორია „Country of Georgia“. ქართული ღვინის კატეგორია ამ დრომდე აღნიშნულ პლატფორმაზე არ არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.