ახალი ამბები

ქართული ანიმაციური ფილმი, “მიტოვებული სოფელი” ჰოკაიდოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა

ქართული ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” ჰოკაიდოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა. ფილმის რეჟისორი მარიამ კაპანაძეა, პროდიუსერი – მარიამ კანდელაკი. 

“მიტოვებულ სოფელს” იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიზი გადაეცა. ფილმი 2018 წელს ეროვნულ კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია.

ჰოკაიდოს ფესტივალზე ფილმები 91 ქვეყნიდან წარადგინეს. ორგანიზატორებმა სხვადასხვა კატეგორიაში 2,174 ფილმიდან 100 საკონკურსო ფილმი შეარჩიეს, რომლებსაც ჟიურის სპეციალური წევრები აფასებდნენ.

ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2014 წელს იაპონიაში დაარსდა.

სხვა სიახლეები

ქართველმა ემიგრანტებმა ამერიკაში თბილისობა აღნიშნეს 

Editor

“გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია თეთრი ეკიპირების ფორმა…”

Editor

კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა 

Editor

წიგნების თარო მცხეთაში

Editor

ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისათვის გადაუდებელი საჭიროების პროდუქტებს აგროვებენ

Editor

ზურა აფხაზი – ჩვენ, ადამიანები

Editor