ახალი ამბები დიასპორები სლაიდერი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

კლუბ „ანორთოსის“ ინფორმაციით, თემურ ქეცბაია, რომელიც ფამაგუსტას კლუბ „ანორთოსისს“ უდგას სათავეში, კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე კლუბების 13 მთავარი მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქეცბაიას მისცა. კენჭისყრისას ქართველმა სპეციალისტმა 42 ქულა მიიღო.

„ანორთოსისს“ 11 ჩატარებული ტურიდან 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში „აპოლონთან“ ერთად პირველ ადგილს იყოფს.

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წლის აპრილიდან მუშაობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

სხვა სიახლეები

The Washington Post საქართველოს ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანას უწოდებს პანდემიასთან ბრძოლაში

Editor

ემიგრანტის დღიურიდან – “როდემდე უნდა იტიროს ქვეყანამ სამამლუქე ქალბატონების ცრემლებით?”

Editor

ზურა აფხაზი – ჩვენ, ადამიანები

Editor

5 მარტს ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა

Editor

საელჩოს გაფრთხილება მოქალაქეებს – თურქეთის 31 უდიდეს ქალაქში 13 აპრილამდე ქუჩაში გასვლა აიკრძალა 

Editor

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში თაფლის ექსპორტის უფლება მისცა

Editor