მშენებლებისა და ხელოსნების მიერ დაშვებული 20 წარმოუდგენელი შეცდომა

მშენებლობის, რემონტისა თუ რეაბილიტაციისას არაპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ყოველთვის ბევრ შეცდომას უშვებს, როგორც წესი, ასეთი შეცდომები თავს მოგვიანებით იჩენენ და საბოლოო შედეგის ხარისხზე აისახებიან – არასათანადოდ აშენებულმა ნაგებობამ შეიძლება დროს ვერ გაუძლოს, ვერ უზრუნველყოს თბო- და ჰიდროიზოლაცია ან ჩამოიშალოს კიდეც. თუმცა, ის შეცდომები, რომელთა ჩვენებაც ახლა გვინდა, ერთი შეხედვითაც გათქვამენ საკუთარ თავს, ბევრი მათგანი იმდენად სულელურია, რომ წარმოუდგენელიც კია მისი არსებობის დაჯერება.

ყველა ამ შემთხვევას კიდევ ერთი რამ აერთიანებს, დაშვებული შეცდომის გამოსწორებაზე აქ არავის უზრუნია.

ეს ფოტოები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მშენებლობასა და რემონტში პროფესიონალი კადრების ჩართულობის აუცილებლობაში და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებაც გვაფრთხილებს, ამიტომ, კარგად დაფიქრდით, სანამ თქვენს სახლს ხელოსნებს ბრმად ანდობთ, შეიძლება, შედეგით გაოცდეთ:

 

  1. ესკალატორი, რომელსაც არსად მიყავხართ…

 

2. მსოფლიოში ყველაზე საშიში აივნების კონკურსი რომ ტარდებოდეს, ეს აივანი ნამდვილად გაიმარჯვებდა

 

3. ეს სახლი კი აშკარად არაა გათვლილი ტანმაღალ ადამიანებზე

 

4.  ადამიანი, რომელმაც ეს ხიდი დააპროექტა, თამარ მეფის ხიდით უნდა იყოს ინსპირირებული

 

5. საქართველოს რომელ ქალაქს მოუხდებოდა ასეთი ბანკომატები?

 

6. გინახავთ, გარემოსთვის მოფრთხილების მიზნით, შენობაში შენარჩუნებეული ხეები? – ამჯერად უბრალოდ ხე გარეგანთების ბოძით ჩანაცვლდა

 

7. ამ აივანზე მოსახვედრი ერთადერთი გზა ზედა აივნიდან თოკით დაშვებაა

 

8. ჯერ იყო კიბე და მერე კარი თუ პირიქით? – აი, ეს არის საკითხავი.

 

9. თუკი ვინმე გეტყვით, რომ ხიდის ქვეშ ცხოვრობს, მაშინათვე უსახლკარო ნუ გეგონებათ – ეს ვერსიაც განიხილეთ

 

10. კიბე მხოლოდ ძალიან გამხდრებისთვის

 

11. გათბობა და საკვამური გირჩვენიათ თუ აივანი?

 

12. მეზობლისთვის ორი თავი ხახვის სათხოვნელად სახლიდან გასვლა რომ არ დაგჭირეთ…

 

13. ვინ იცის, იქნებ ეს მხარე მეორეზე გაცილებიტ ლამაზია?!

 

 

14. ქალაქის დაგეგმარების წარმოუდგენელი ნიმუში

 

15. ადამიანი ობობას სახლში ახალი კიბე გაუკეთებიათ…

 

16. წარმოგიდგენიათ, როგორი რთული იქნება საფეხბურთო მატჩისას კუთხურის ჩაწოდება?

 

17. გათბობას და ფანჯარას შორის რომ ვირჩევდით, რა გადაწყდა ?

 

18. თუკი ბავშვობაში გეგონათ, რომ ტელევიზორში პატარა ადამიანები ისხდნენ და თუ უკნიდან შეხედავდით მონიტორს, მათ ზურგებს დაინახავდით, ეს კამერა თქვენ ნაცვლად სწორედ ამას აკეთებს.

 

19. ველობილიკი ექსტრიმის მოყვარულთათვის

 

20. ამ სკამებზე ჯდომისას თქვენი უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია, საქმე მხოლოდ ისაა, სკამამდე როგორ მიხვალთ…

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.