21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს მასპინძლობს

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა წელს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს მასწპინძლობს. ფორუმი 30 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყება და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

“Georgian-Baltic Bridge” ფიჩინგ ფორუმისთვის შერჩეული პროექტები ცნობილია

საქართველო

“ჰაერი ლურჯი აბრეშუმია /Air Blue Silk” – რეჟისორი ირინე ჟორდანია, პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი;

“ია / Ia” – რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;

“აღარ შემიძლია / No More” – რეჟისორი კეკო ჭელიძე, პროდიუსერი კოტე კალანდაძე;

“მკრთალი მზის ჩასვლები / Pale Sunsets” – რეჟისორი ავთანდილ ჩაჩიბაია, პროდიუსერი მარიამ ბიწაძე;

“რეალური არსებები / The Real Beings” – რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე, პროდიუსერი თამარ გოლავა;

“როცა 17 წლის ხარ / When you’re 17” – რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე.

ესტონეთი

“ნაცნობი უცნობები / Familiar Strangers” – რეჟისორი კარლოს ლესმესი, პროდიუსერი ტინა სავი;

“მაქცია / Werewolf” – რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი.

ლიეტუვა

“თავსაბურავი / The Hood” – რეჟისორი ანდრიუს ლეკავისიუსი, პროდიუსერი გაბრიელ ვაისიუნაიტე;

“ადამიანი, რომელმაც ზღვა გაამტკნარა / Man Who Desalinated the Sea” – რეჟისორი ზურაბ ჟიჟილავა , პროდიუსერი ემილია სლუსკონიტე, ვიქტორია სეინიუტი.

შერჩეული მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. საერთაშორისო ექსპერტებთან:

ფიჩინგის ექპსერტი კატარინა ბილდჰაუერი (გერმანია);

სცენარის კონსულტანტი კრისტიან რუთი (ესპანეთი).

ფიჩინგ ფორუმი გაიმართება ოთხშაბათს, 2 დეკემბერს. საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები