ახალი ამბები ისტორია და ისტორიები სლაიდერი

მიხეილ ჯავახიშვილი – “უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით… “

უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით – ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს – მიხეილ ჯავახიშვილს.

დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა.

ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1 მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო.

მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია:

სახელი, მამის სახელი: ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე.
დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია.
დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა.
მშობლები: გარდაცვლილი
ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი
სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი
და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა.
აღმსარებლობა: მართლმადიდებელი
სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი
განათლება: ნიკიტინის მებაღეობა – მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები.
სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი
ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით
ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინაამდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას.
დგომა: წელში მოხრილი
სიარული: ჩქარი
მშობლიური ენა: ქართული
ხმა: ხმადაბალი ტენორი
ჩვევა: პენსნეს ტარება
ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის
დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი
აღნაგობა: გამხდარი, საშუალო
თმა: შავი, სწორი
წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი
სახე: ფერმკრთალი
სახის გამომეტყველება: ეშმაკური
ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები.

სხვა სიახლეები

პანდემიების გავლენა ქალაქგეგმარებაზე – რას შეცვლის COVID19 არქიტექტურასა და მშენებლობაში ?

Editor

საელჩოს გაფრთხილება მოქალაქეებს – თურქეთის დიდ ქალაქებში ქუჩაში გასვლა 4 დღით იკრძალება 

Editor

კლოდ დე კემულარია – საფრანგეთის პრეზიდენტისა და მონაკოს პრინცის ქართველი მრჩეველი

Editor

60-მდე გერმანული კომპანია ფრანკფურტში ქართულ ღვინოს გაეცნო

Editor

,,გვინდა სიმბოლურად, ლევილიდან ევროპაში საქართველოს ხმა ისმოდეს“-  ქართულ-ფრანგული დღეები და შატოს მომავალი

Editor

გიორგი კეკელიძემ ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისათვის ონლაინ ლექცია ჩაატარა

Editor