აშშ-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა 

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ონლაინდეგუსტაცია გაიმართა, რომელშიც ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

დეგუსტაციას ამერიკელი ტოპ სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდა. მან ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინო, მისი ისტორია და კულტურა გააცნო.

ონლაინ დეგუსტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ მათთვის წინასწარ გაგზავნილი, განსხვავებული სტილის 6 ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

საქართველოდან დეგუსტაციაში დისტანციური მონაწილეობა მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა(„იაგოს ღვინო“) მიიღო.

აღნიშნული დეგუსტაცია სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო დაფინანსებული, ხოლო ღონისძიების ორგანიზება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ ,,Marq Energie Consulting’’ გაუწია.

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმებისგამოყენებით აგრძელებს. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.