Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 3- ჯერ იფრენს

„Avianews”-ის ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე, პირველი დეკემბრიდან  30 დეკემბრის ჩათვლით, კვირაში 3- ჯერ იფრენს. Turkish Airlines-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს აეროპორტ “სტამბოლიდან” ( IST ) განახორციელებს.

რეისები შემდეგი გრაფიკით შესრულდება:

სტამბოლი-თბილისი – ყოველ სამშაბათს, შაბათს და კვირას, ხოლო თბილისი-სტამბოლი კი – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, კვირას.

დღეისათვის Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 2- ჯერ ასრულებს რეისებს, საიდანაც ნაწილი მხოლოდ გამყვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.