კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში ახალი შეზღუდვები წესდება

თურქული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მიიღო. ახალი რეგულაციების მიხედვით, “კომენდანტის საათი” ქვეყანაში მხოლოდ შაბათ-კვირას ამოქმედდება და მოსახლეობას ქუჩაში გასვლის უფლება დილის 10:00-დან 20:00-მდე ექნება.

ამასთან, 20 წლამდე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა მხოლოდ 10:00-დან 16:00-მდე შეეძლებათ. კინოთეატრები თურქეთში წლის ბოლომდე დახურული იქნება, რესტორნებს კი მხოლოდ საკვების სახლში მიტანის უფლება ექნებათ. ქვეყანაში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე წლის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება, სპორტული ღონისძიებები კი მაყურებლის გარეშე იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები