ახალი ამბები განათლება

უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა 

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში – „Stipendium Hungaricum“-ის 2021-2022 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა. ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა მიმდინარეობს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე – 2020 წლის 16 ნოემბრიდან – 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით.

სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე: ბაკალავრიატი – არაუმეტეს 30, მაგისტრატურა – არაუმეტეს 30, დოქტორანტურა – არაუმეტეს 10, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum”  დაარსდა  2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.

სხვა სიახლეები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებს შეხვდა

Editor

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილე და პოლონური ანსამბლის მიერ შესრულებული ,,ციცინათელა”

Editor

ლუკა შონია კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონია!

Editor

ინფორმაცია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ

Editor

24 ივლისს მწერალი სანდრო შანშიაშვილი დაიბადა

Editor

“ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც ალექსანდრე ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით… აქ ყველა მეფე მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდა” – რას წერდა მარკო პოლო საქართველოზე 

Editor