სლაიდერი

“გისამძიმრებთ ცოლისა და დედის გარდაცვალებას, რომლის ღირსიც არც ერთი არ იყავით” – ემიგრანტის წერილი 

„კარგად წაიკითხეთ საქართველოში დარჩენილო, ემიგრანტი ქალების ქმრებო, ძმებო და შვილებო, კარგად წაიკითხეთ და მერე გადაწყვიტეთ, როგორ ესაუბროთ უცხოეთში თქვენივე კეთილდღეობისთვის გადახვეწილ და საკუთარი ნებითვე მონად ქცეულ ცოლს, დედას თუ დას!“- ეს კომენტარი ახლავს საფრანგეთში მცხოვრებ სულა სულაშვილის შემდეგ პოსტს. 

სულა სულაშვილი: „რამდენიმე დღის წინ მის სანახავად ვიყავი …
მწვავე სტენოკარდიული შეტევით დააწვინეს ჰოსპიტალში.
მობილურის ზარი განუწყვეტლივ რეკავდა …
მივხვდი, რომ პასუხის გაცემას თავს არიდებდა …
მოვუბოდიშე, დაგტოვებ-მეთქი, ვუთხარი და შემაჩერა …
ვერ ვეუბნები ჩემებს რაც დამემართა … ფული სჭირდებათ და რაიმე მიშველეო …
სამწუხაროდ, იმ რაოდენობის თანხა ჯიბეზე არ მქონდა. შევპირდი, ახლავე მოვხსნი ბანკომატიდან და დავბრუნდები-მეთქი. მისამართი ჩამაწერინა… აბა მე როგორ გავუგზავნი აქედანო? 
მეორე დღეს ისევ მივაკითხე. გაგზავნის ქვითარი და კოდი მივუტანე… გახარებულმა დაურეკა ქმარს…
300 -ს გიგზავნით, მეტის საშუალება არ მაქვს და ეს გამოიზოგეთო
ყურმილიდან ყვირილის და გინების ხმა შემომესმა. ქალბატონს სახეზე ფერი დაეკარგა. არ შემიძლია, ადამიანო, მეტის გამოგზავნა, რა სიკვდილი ვქნაო? მერე ატირდა…
და ქმნა სიკვდილი… 
დღეს საღამოს გარდაიცვალა…

გისამძიმრებთ ცოლისა და დედის გარდაცვალებას, რომლის ღირსიც არც ერთი არ იყავით …
როგორ გიმალავდათ საკუთარ ტკივილს. ეგონა რომ თქვენ გეტკინებოდათ და თქვენ … 

პ.ს..უბრალოდ, რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა…
გაუფრთხილდით ემიგრანტ ცოლებს, დედებს, ბებიებს, დებსა და შვილებს, მათ თქვენი თბილი სიტყვა, ასმაგად, როგორც აძლიერებს, ცუდი ისევე – კლავს…” – ნუგზარ სულაშვილი

სხვა სიახლეები

ია შუღლიაშვილი ‘’Taste of Cinema’’- ს ათეულშია

Editor

გამოცემა WELT.DE საქართველოზე სტატიას აქვეყნებს – როგორ მოახერხა საქართველომ დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება?

Editor

ქართულმა თამაშმა „Medulla Game” “Indigo Awards”-ზე სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიგო

Editor

“დედა ორი თვალით უნდა იხედებოდეს – ერთით თავისთვის, ერთით შვილისთვისო”- მე დავბრმავდი შვილისთვის – ემიგრანტის დღიურიდან 

Editor

გამოფენა „სვანეთის – ხალდეს აჯანყება 1875-1876“

Editor

„30 საუცხოო რამ, რაც თბილისში უნდა გააკეთო“- ცნობილი მოგზაურების რჩევები

Editor