ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 4 ქართულ ფილმს აჩვენებენ

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ესტონეთის დედაქალაქ ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ბნელი ღამეები“, რომელიც 29 ნოემბრამდე გაგრძელდება, ოთხ ქართულ ფილმს აჩვენებენ.

ზაზა ურუშაძის პატივსაცემად, ტალინში  რეჟისორის 3 ფილმს: “მანდარინები”, “სამი სახლი” და “ანტონი” აჩვენებენ.

“ანტონი” ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევარია. იგი 2 ბიჭის მეგობრობის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მათ გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე ძლიერია. ფილმი უკრაინის, საქართველოს, ლიეტუვის, შეერთებული შტატებისა და კანადის კოპროდუქციაა.

სექციაში CURRENT WAVES აჩვენებენ დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს “დასაწყისი”. CURRENT WAVES აერთიანებს იმ ფილმებს, რომელთა მსოფლიო პრემიერაც უკვე წარმატებით გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კინოფესტივალზე და რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ საერთაშორისო ჯილდოები.

ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1997 წელს დაარსდა. დღეს იგი ფესტივალების ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება და ჩრდილოეთ ევროპაში უდიდეს კინომოვლენად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები