იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენიდან 60 წლისთავი აღინიშნა 

ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით პარაკლისი და ქართველი საზოგადო მოღვაწეების – ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძის და გიორგი წერეთლის, აგრეთვე, შოთა რუსთაველის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქართული კულტურული საგანძურის პოპულარიზაციის საქმეში ქართველი მეცნიერების მიერ შეტანილ წვლილზე; ასევე, აღინიშნა, რომ წელს სრულდება დიდი ქართველი პოეტის – ირაკლის აბაშიძის დაბადებიდან 111 წელი.

პარაკლისი აღავლინა ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მეუფე ფილუმენუსმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორისა და საელჩოს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ 60 წლის წინ, 1960 წლის 6 ნოემბერს, ქართველ მეცნიერთა ექსპედიციამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ აკაკი შანიძე, ირაკლი აბაშიძე, გიორგი წერეთელი, პალესტინის ჯვრის მონასტერში მიაკვლია შოთა რუსთაველის ფრესკას, რომლის ფოტოც საქართველოში ჩამოიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.