ღორჯომი – მთა ლეკნარი – ბახმარო – მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი შეემატა
„ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“ – ასე ეწოდება მთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტს.
ტურისტული მარშრუტი სოფელ ღორჯომში იწყება და ლეკნარის მთის გავლით კურორტ ბახმაროში სრულდება.
ახალ მარშრუტზე ტურისტები სოფელ ღორჯომის ხის ოდებს, ჩანჩქერებს და ხუთგუმბათოვან მეჩეთს, მთა ლეკნარს, საზაფხულო სადგომებს და კურორტ ბახმაროს დაათვალიერებენ.