ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძმების, ოთარ და თამაზ ჭილაძეების კაბინეტი გაიხსნება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძმების, ოთარ და თამაზ ჭილაძეების კაბინეტი გაიხსნება, სადაც მწერლების წიგნები, პირადი ნივთები და ფოტოები განთავსდება.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი თამაზ და ოთარ ჭილაძეების დას, ქალბატონ თინა ჭილაძეს ესტუმრნენ. შეთანხმებისამებრ, ეროვნულ ბიბლიოთეკას უახლოეს ხანებში გადმოეცემა ჭილაძეების უნიკალური არქივი და გაიხსნება ოთარ და თამაზ ჭილაძეების სახელობის კაბინეტი.
„ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძმების, ოთარ და თამაზ ჭილაძეების კაბინეტი გაიხსნება. კაბინეტში განთავსდება მწერლების წიგნები, მათ შორის უამრავი ავტოგრაფიანი წიგნი, სადაც სხვა მნიშვნელოვანი ავტორების მინაწერებიცაა, პირადი ნივთები და ფოტოები. მის დას, თინა ჭილაძეს ვსტუმრობდით და საბოლოოდ შევთანხმდით. პროექტის მხარდამჭერი გამომცემლობა „ინტელექტი“ იქნება“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.