ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun“ “სპილოუს” პირბადე 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun“ “სპილოუს” პირბადე 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის დაასახელა.

„დღეს დავიჯერეთ, რომ სასწაულები ხდება!!

ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun“ „სპილოუს“ პირბადეები 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის დაასახელა და ესე აღმოვჩნდით Dolce & Gabbana ს და LANVIN ის გვერდით.

Miracles happen!! Spilow face masks among five best designer face masks!!“

„თუ თქვენ თანამედროვე დიზაინის, ხელმისაწვდომი ფასის პირბადე გჭირდებათ, მაშინ „სპილოუს“ რეტრო სტილში შეკერილი ნიღაბი მოგეწონებათ. ის 100%-იანი პრემიუმ კლასის ბამბისგანაა დამზადებული“ – წერს გამოცემა „The Sun“.

საბავშვო ტანსაცმლის მწაემოებელმა კომპანია “სპილოუმ“ პანდემიისას პირბადეების კერვა დაიწყო.

“სპილოუს” პირბადეები ოთხშრიანია, ირეცხება, უთოვდება და არ ანაგვიანებს გარემოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები