პროგრამა –  “მიგრაცია და დიასპორა” გერმანიიდან საქართველოში მედპერსონალის მივლინებას დააფინანსებს 

 

პროგრამა “მიგრაცია და დიასპორა” აფინანსებს გერმანიაში მიღებული 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალის მოვლინებას გერმანიიდან საქართველოში სულ მცირე 3 კვირით, მაქსიმუმ 6 თვის ვადით (სამგზავრო ხარჯები, ყოველდღიური ჰონორარი, მცირე აღჭურვილობა) ამა თუ იმ კლინიკაში.

განაცხადების განხილვა მოხდება დაჩქარებული ტემპებით (სხვა შემთხვევაში ეს გულისხმობს ჩამოსვლამდე 3 თვით ადრე განაცხადის გაკეთებას).

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სხვა სპეციალობის ქართველი ექსპერტების მოვლინებაც გერმანიიდან. წინაპირობები იგივეა: პიროვნება უნდა მუშაობდეს ამჟამად გერმანიაში, გერმანიაში მიღებული ჰქონდეს ორწლიანი და მეტი სამუშაო გამოცდილება და არსებობდეს მასპინძელი ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც მოწვეული ექსპერტები გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ორგანიზაცია მსურველებს მასპინძელი ორგანიზაციის მოძიებაშიც დაეხმარება.  პროგრამით სარგებლობის მსურველებს რეგისტრაციისათვის შემდეგი ელ.ფოსტის გამოყენება შეუძლიათ:   irma.tsereteli@giz.de

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.