„წერილები გზიდან“-„ქართული კვირა“ ემიგრანტებისთვის მეორე კონკურსს იწყებს
„წერილები გზიდან“ – „ქართული კვირა“ ემიგრანტებისთვის მეორე კონკურსს იწყებს.
ეს კონკურსი ეძღვნებათ ემიგრანტ დედებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ, უკვე მრავალი წელია ოჯახის წევრებისგან შორს ცხოვრობენ, შრომობენ იმისთვის, რომ შვილებს საკვები არ მოაკლდეთ, უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, უკეთეს სახლში იცხოვრონ… ამისთვის კი ისინი ყველაფერს იკლებენ, მონატრებას იკლავენ და დღეებს, საათებსა და წუთებს ითვლიან ოჯახში დასაბრუნებლად, თუმცა ეს თარიღი ხშირად იწევს და ზუსტად არავინ იცის როდის დადგება ეს დღე…
მოდით ერთხელ ჩვენც დავეხმაროთ ჩვენს გმირ დედებს და ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ყოფა, შევუმოკლოთ ემიგრანტული დღეების რაოდენობა, მოვიგოთ მათთვის 10000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი „მეტი დეველოპმენტისგან“. ამის საშუალებას კი „ქართული კვირა“ მოგცემთ.
პორტალი „ქართული კვირა“ “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად იწყებს ჩანახატების II კონკურსს ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“.
კონკურსის თემაა : “დედა ემიგრანტია“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ქართველი ემიგრანტის ოჯახის წევრს, ნებისმიერი ქვეყნიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:
ნამუშევრის ავტორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და მისამართი, ავტორის განივი ფოტოსურათი და ემიგრანტი დედის სურათი. შესაძლებელია რამდენიმე სურათის გამოგზავნა).
ჩანახატის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორ) გვერდს.
დაგვიანებით ან/და არასრული მონაცემებით წარმოდგენილი ნაშრომები არ განიხილება.
კონკურსის მონაწილეებს მკითხველებთან ერთად შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარება.
პირველ ეტაპზე „ქართული კვირას“ რედაქციაში მოხდება საუკეთესო ჩანახატების შერჩევა.
მეორე ეტაპზე კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური და მკითხველი. საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 22 ნოემბერი.
კონკურსის 2 გამარჯვებული 30 ნოემბერს გამოვლინდება.
გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ გადაეცემათ ბინის მშენებლობის 10 000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი.
ასევე, დაწესებულია მკითხველის სიმპათიის პრიზი.(სიმპათიის გამოსავლენად დაითვლება ე.წ. ლაიქები)
გამარჯვებულ ავტორებს წიგნებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაასაჩუქრებს.
გამარჯვებული ჩანახატების ავტორებს და მათ ემიგრანტ დედებს „ქართული კვირა“ უფრო ახლოს გააცნობს მკითხველს.
ჩანახატების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ელფოსტის მისამართზე: kartuli@kvira.ge, ან „ქართული კვირის“ ფეისბუქ გვერდზე. სათაურის ველში მიუთითეთ – ჩანახატების კონკურსი ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“.
გისურვებთ წარმატებას.
შეგახსენებთ, რომ „წერილები გზიდან“ პირველად ზაფხულში ჩატარდა და მასში მაია დედაბრიშვილმა, თინათინ გეგელაძემ და ფატი ბოკელავაძემ გაიმარჯვეს.