ფერადოვანი ნამუშევრები და ყვავილების ინსპირაცია- ხათუნა კიბაბიძის ,,ემიგრანტული ამბები“ რომიდან

ხათუნა კიბაბიძე ათ წელზე მეტია იტალიაში, რომში ცხოვრობს. ძირითადი სამსახურის პარალელურად, თექაზე მუშაობს და ულამაზეს ქუდებსა და შარფებს ქმნის.

უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით იტალიელების გაოცება გამოსდის. ფერადოვან ნამუშევრებში, რომლებიც ორიგინალურობით გამოირჩევა და ყვავილების თემატიკა ჭარბობს, უცხოელებს ძალიან მოსწონთ. ხათუნამ საცხოვრებელი ბინის ტერასაზე ყვავილების პატარა ბაღიც მოაწყო, რაც თექის ნამუშევრების შექმნისას, შთაგონების წყაროდაც არაერთხელ ქცეულა.

როგორ ისწავლა თექაზე მუშაობა, როგორ მოხვდა იტალიაში, რატომ შეუყვარდა მთაში სიარული და რა აკავშირებს მთასვლელობასთან ემიგრანტ ქალბატონს, ამას ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკიდან ,,ემიგრანტული ამბები“ შეიტყობთ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.