სერბეთის კინოფესტივალზე ქართულ სურათს მაყურებლის ჯილდო გადაეცა 

სერბეთში, კინოფესტივალზე Slobodna Zona დაჯილდოვდა ქართული დოკუმენტური ფილმი “დიდება დედოფალს” (რეჟისორები: თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე, პროდიუსერები: ნინო ჩიჩუა, ანა ხაზარაძე). ფილმს გადაეცა მაყურებლის ჯილდო.

„დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი. 60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს

ფილმი ნათელს ჰფენს ჭადრაკის ტიტულებს მიღმა არსებულ მათ ბიოგრაფიულ ქსოვილს: ახლა ისინი ჭადრაკის ყოფილი ვარსკვლავები არიან – ჩვეულებრივები და ექსცენტრულები, პედანტურები და თავისუფლები… დღეს კი მათი, როგორც ოლიმპიური გუნდის საერთო წარსული, მათ შორის არსებული მეტოქეობა და ჭადრაკისადმი თავდადებული სიყვარული აწმყოში განცდილი უწყვეტი თამაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.