ინფორმაცია ნიუ – იორკის შტატში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ

აშშ – ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 13 ნოემბრიდან ბარები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნეს ცენტრები და ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზიის მქონე დაწესებულებები დაიკეტება საღამოს 10 საათიდან 05:00 საათამდე.

შეზღუდვა არ შეეხება მიტანის მომსახურებას.

ახალი რეგულაციის თანახმად, შენობის შიდა და გარე შეკრებებზე დაშვებული იქნება მხოლოდ 10 ადამიანი.

რეგულაციების შესახებ, 11 ნოემბერს განცხადება გააკეთა ნიუ – იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.