14-16 ნოემბერს აქცია „ღამე მუზეუმში“ ციფრულ ფორმატში ჩატარდება

14-16 ნოემბერს  აქცია „ღამე მუზეუმში“ გაიმართება. აქციის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

აქციის ფარგლებში 50 მუზეუმი დამთვალიერებელს შემეცნებით და სახალისო აქტივობებს დისტანციურად, ციფრულ ფორმატში შესთავაზებს. გაიმართება ონლაინ გამოფენები, ვირტუალური და ლაივ ტურები, საგანმანათლებლო პროგრამების, კურატორების ბლოგების პრეზენტაციები, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიების ვიდეოჩვენებები და სხვა.

„ღამე მუზეუმში“ 2005 წლიდან ევროსაბჭოს პატრონაჟით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. 2011 წელს აქციას საქართველოც შეუერთდა.

„ღამე მუზეუმში“ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მაისში იმართება, თუმცა წელს, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციით, აქციის „ღამე მუზეუმში“ ჩატარების თარიღად 14-16 ნოემბერი განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.