იაპონური კომიქსების გმირის 100-დღიანი მოგზაურობა საქართველოში დასრულდა

პატარა თამადას მანგის (იაპონური კომიქსები) სერიები 100 დღის განმავლობაში იაპონელ ხალხს საქართველოს კულტურას, ტურისტულ პოტენციალს, ბიზნეს შესაძლებლობებსა და სხვა აქტუალურ თემებს აცნობდა.

პროექტი იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და იაპონელ მხატვართან თანამშრომლობით განხორციელდა.

მანგის სერიებმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე საერთო ჯამში 2,500,000-მდე ნახვა დააგროვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ თამადას მანგა არაერთმა ცნობილმა პირმა გააზიარა, მათ შორის ორჯერ გააზიარა იაპონიის სამოქალაქო რეფორმების მინისტრმა ტარო კონომ.

სერია, ასევე, ატვირთულია საქართველოს საელჩოს შექმნილ საინფორმაციო ვებ-გვერდზე – Let’sgoGeorgia.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები