აშშ-ში ქართული ღვინის ფორუმი ჩატარდება
მიმდინარე წლის 11-19 ნოემბერს აშშ-ში, ამერიკა- საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, გაიმართება რიგით მესამე „ქართული ღვინის ფორუმი“.
შეერთებული შტატებში Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვებისა და არსებული ეპიდ-სიტუაციიდან გამომდინარე, წელს “ქართული ღვინის ფორუმი“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
ახალი ფორმატის მიხედვით, ფორუმი ორ ღონისძიებას მოიცავს:
11 ნოემბერს ჩატარდება სამეცნიერო ვებინარი, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდის შესახებ.
19 ნოემბერს კი ქართული ღვინის ვირტუალური დეგუსტაცია გაიმართება, რომელშიც წინასწარ შერჩეული 50-მდე ადგილობრივი სომელიე და მედიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.