ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისათვის ონლაინ ლექცია გაიმართა 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოებთან ერთად, საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, 7 ნოემბერს გაიმართა ონლაინ ლექცია – მწერალ ვასო გულეურის შეხვედრა ირლანდიაში და გაერთიანებულ სამეფოში არსებული ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებთან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: დუბლინის საგანმანათლებლო ცენტრი “ლამპარი”; “პირველი ქართული სკოლა გაერთიანებული სამეფო ლონდონი”; ლონდონში არსებული მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლა “ლაზარე”.

ლექციის თემა გახლდათ- “იაკობი და საბავშვო ლიტერატურა” , შეხვედრის ფარგლებში მწერალმა ვასო გულეურმა ქართულ საბავშვო ლიტერატურასა და იაკობ გოგებაშვილის უდიდეს წვლილზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები