საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM Virtual 2020 მონაწილეობს.

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მიმდინარე ონლაინ გამოფენა 9 ნოემბერს დაიწყო და 11ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გამოფენა წელს პირველად ვირტუალურად ტარდება.

WTM Virtual 2020, საქართველოს გარდა, 3500-მდე კომპანია და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ყველა რეგისტრირებულ კომპანიას და ქვეყნის წარმომადგენელს ვირტუალური გვერდი აქვს, სადაც საერთაშორისო „ბაიერებთან“, სარეკლამო კომპანიებთან, მედიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ონლაინ შეხვედრები ტარდება.

ვირტუალური გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ონლაინ შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. გამოფენის ფარგლებში გამართული კონფერენციების, სესიებისა და ფორუმების ძირითადად თემას ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე მდგარი პრობლემები, კრიზისის დაძლევა და პოსტკოვიდურ პერიოდში სამოქმედო გეგმების შემუშავება წარმოადგენს.

გამოფენის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს ტურისტულ ინდუსტრიას აღდგენასა და ფორმირებაში, ამ მიზნით WTM virtual გამოფენა ბიზნეს კავშირების აღდგენასა და ახალი ურთიერთობების დამყარებაზეა ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.