თბილისის 21-ე სკოლის პროექტმა PASCH-ის სკოლებს შორის მსოფლიოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა

ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა, როგორც გერმანული ენის დიპლომის სკოლა, ჩათულია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ინიციატივა „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ (PASCH) აერთიანებს მთელი მსოფლიოს მომცველ, გერმანიასთან განსაკუთრებული კავშირების მქონე 2.000 სკოლისგან შემდგარ ქსელს.

2008 წლის თებერვალში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო ინიციატივა „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ (PASCH). ამ ინიციატივას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას, ხოლო მისი ხორცშესხმა უცხოეთის სასკოლო სისტემების ცენტრალურ სააგენტოს, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურისა და კულტურის მინისტრთა კონფერენციის (კმკ) პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის ხელშეწყობით ხდება.

PASCH–ის ორიენტაციას ოთხი მთავარი მოსაზრება განსაზღვრავს:განათლების მიერ გადაშლილი პერსპექტივები; ჰორიზონტის გაფართოება მრავალენოვნების წყალობით; ენისა და განათლების ხელმისაწვდომობა; კურსდამთავრებულთა საერთაშორისო გაერთიანების მომავლის პრობლემებთან ერთობლივი მიდგომა.

21-ე საჯარო სკოლა პროექტში გაწევრიანების პირველი წლებიდანვე იყო პირველ ათეულში და მუდმივად ცდილობდა გაეუმჯობესებინა მაჩვენებელი.

3 წლის წინ სკოლა მოხვდა ლიდერთა სამეულში და მიწვეული იყო შვეიცარიაში საერთაშორისო კონფერენციაზე. მიმდინარე წელს ჰომბურგის ზაარპფალცის გიმნაზიასთანერთად, სკოლამ შეიმუშავა პროექტი „ეკო-ტურიზმი“, რომლის ფარგლებშიც შედგა ორმხრივი ვიზიტი და განხორციელდა ძალიან საინტერესო საქმიანობები: ტურისტული ბილიკების მარკირება, ფრინველების გადაფრენაზე დაკვირვება, ფოტოების გადაღება და აღწერა, კოლხეთის დაბლობის ფლორა-ფაუნის გაცნობა და ა.შ. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ პროექტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით PASCH-ის სკოლებში პირველი ადგილი დაიკავა!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.