,,ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი დაპროექტებული სახლი ნიუ-იორკში აშენდებოდა…“

მარიტა კაპანაძე ინტერიერის ახალგაზრდა დიზაინერია, რომელიც ამჟამად აშშ-ში მოღვაწეობს და ქმნის საინტერესო პროექტებს. ის განსხვავებული ტექნიკით მუშაობს და სხვადასხვა ორიგინალური მასალებით ქმნის პროდუქციას. მარიტამ დიზაინთან ერთად, არქიტექტორის პროფესიაც აითვისა, ამერიკულ არქიტექტურულ კომპანიაში მუშაობს და დღეს მის მიერ დაპროექტებული სახლების მშენებლობა არც მეტი არც ნაკლები ნიუ-იორკში მიმდინარეობს.

2012 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დიზაინის კონკურსსა თუ ფესტივალში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოც აქვს მოპოვებული.

როგორ და როდის შეიძლება ახდეს ამერიკული ოცნება? მსოფლიოს მეგაპოლისში რა არის აუცილებელი მიზნისკენ მიმავალ რთულ გზაზე? – ვიდეობლოგის მაყურებელს მარიტა საკუთარ ისტორიას უზიარებს და საუბრობს პროექტებზე, რომლებიც სულ მალე იხილავენ დღის სინათლეს.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.