ეროვნულ არქივში ვირტუალური გამოფენა – “ერეკლე II” გაიხსნა 

მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა.

საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მეფე ერეკლე II-თან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალის დედნები და ფოტოასლები. დოკუმენტებს შორისაა: ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, პირადი წერილები, ერეკლეს სტამბის გამოცემები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები და სხვა.

გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს დისტანციურად, ონალინ პლატფორმის გამოყენებით შეეძლება. ვირტუალურ გამოფენაზე წარმოდგენილი  ექსპონატები ასახავენ საქართველოს გამორჩეული მეფის როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე პირად ცხოვრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები