Georgian-Baltic Bridge 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება

რეჟისორებისა და პროდუსერების საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმი Georgian-Baltic Bridge  2020 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ონლაინ გაიმართება.

 მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მყოფ პროექტს (პირველი ან მეორე მხატვრული ფილმი) საქართველოდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვადან.

შერჩეული პროექტები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები პლატფორმაში მონაწილე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ხელშეწყობა.

საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს მიიღებს.

ფიჩინგ ვორქშოფში მონაწილეობისას:

პროექტის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი;

პროექტი უნდა შეიტანოს რეჟისორმა და პროდუსერმა ერთად;

ყველა მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა პარასკევი, 13 ნოემბერი (12:00 GMT). განაცხადი მიიღება ინგლისურ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.